"პრიატნი კარიჩნი ცვეტი"
Jul. 3rd, 2010 10:38 pmსაშინლად ვღიზიანდები ქართულში ინგლისურიდან (და რუსულიდანაც) რაღაც სიტყვები რომ შემოაქვთ, განსაკუთრებით როცა ეს სიტყვები ქართულშიც არსებობს. "სტოლზე დადე"... "ამ პავაროტში საპოჟნიკი ზის და ტუფლებს აპაჩინკებს" :-) და ა.შ.
მაგრამ ეს ძველი ტენდენციაა, ბოლო წლებში კი ამერიკანიზმებისა და ინგლისურიზმების შემოჭრა დაიწყო.
ვზივარ ამის წინ შეხვედრაზე და ბოღმით ვიხრჩობი... "თარგეტები", "ქატინგი", "ქასტომიზაცია", "სეთინგები"... "ქასთომერები", "ჩორნი" (churn), "ფროდი"... "ფოსტფეიდი" და "ფრიფეიდი"... ეს კიდევ ჯანდაბას... მაგრამ... "მისანდერსტენდინგი" !!!
ფაქტიურად ადამიანი თავს არ იწუხებს ქართული შესაბამისი სიტყვების მოძებნით და პირდაპირ ინგლისურს "აქართულებს"!
ხოლო სხდადასხვა ძებნის სისტემებში "რეზულტატი არ მოიძებნა"... როდესმე მინაზე პენოპლასტის ნაჭრით თუ გაგისვამთ? აი ესეთივე შეგრძნება მაქვს "რეზულტატის" გაგონებისას...
არც მე ვარ ანგელოზი, მეშლება კიდევაც, ზოგჯერ შეიძლება "სეთინგებიც" ვთქვა...
სხვათა შორის: ვინ იცის, როგორ იქნება "სეთინგები" ქართულად? "ნასტროიკები" არ მითხრათ ოღონდ... :-)))
P.S. ეს ჩემი პირველი ქართული "პოსტია" :-). მადლობას ვუხდი ქართველ ბლოგერებს რომ აქეთკენ დამძრეს!
ეს ერთი და სხვა მრავალი!