teimuraz1962: (Office)
2007 წლის დეკემბერში გამოიცა ბატონ იური ყეინაშვილის მეორე წიგნი სერიიდან "რაინდულო საქართველოვ, აღსდექ!", სახელწოდებით "მოხეტიალე ბეწვმოსილი".



წიგნი მიეძღვნა საქართველოს ისტორიას, მაგრამ ჩვენთვის ძალიან უჩვეულო განხრით. თავს ნებას მივცემ რამდენიმე ციტატა მოვიყვანო:

=============

რედაქტორისაგან

წიგნი, რომელიც თქვენ ახლახან გადაშალეთ, ისტორიის ან ეთნოგრაფიის აკადემიური გამოცემა არ გახლავთ; ამ ფურცლებზე ქართული ყოფის მატიანე მისტიურ-ეზოთერული შუქის ფონზე იკითხება.

დედამიწაზე ყოველ ერს თავისი კოსმოსური მისია გააჩნია, რომელიც არცერთი ჩვენთვის ცნობილი მეცნიერების ენაზე არ იშიფრება - ამისათვის იდუმალი მოძღვრების ანბანი უნდა მოვიშველიოთ.

მთლიანად

წინასიტყვაობა


"ქართველები უძველესი კულტურის ხალხია, ეს ერი, თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით, უმდიდრესი ერია; მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება. დანამდვილებით არავინ იცის, ვის ენათესავებიან ისინი – ძველ შუმერებს, ეტრუსკებს თუ ბასკებს…

კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურისა და ენის მფლობელი ევროპელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ.”

შარლ ჰუმელი (ჟურნალისტი, მეცნიერი, ჟურნალ "ატლანტისი"-ს რედაქტორი)

წინასიტყვაობა მთლიანად

წიგნი შედგება 11 კარისაგან, ასეულობით სურათს მოიცავს, ხოლო გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი 9 გვერდს იკავებს. გარდა ამისა, მას ერთვის CD ქართული ხალხური სიმღერების ორიგინალური შესრულებით.

ცოტა მეტი ინფორმაცია ორივე წიგნოს შესახებ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ რაინდი.გე გვერდზე.
teimuraz1962: (Default)
ვფიქრობ, ასეთმა თემამ აუცილებლად უნდა დააინტერესოს ქართულენოვანი საზოგადოება :-)

მოხდა ისე, რომ მე ორჯერ მომიწია წიგნის გამოცემაში მეტნაკლებად აქტიური მონაწილეობის მიღება. პირველად ეს მოხდა 2000-2001 წელს. წიგნი სახელწოდებით "რაინდულო საქართველოვ, აღსდექ!"დაწერა ჩემმა (და ჩვენმა) მასწავლებელმა იური ყეინაშვილმა.

წიგნი გამოიცა 2002 წლის ბოლოს, ინფორმაცია მის შესახებ შეიძლება მოიძიოთ საიტზე Raindi.GE.



მოვიყვან წიგნის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საიტზეცაა მოყვანილი:

წიგნის თემა: ქართველთა საბრძოლო სისტემები, ტრადიციები და ისტორია.

შინაარსი:

- ქართველთა საბრძოლო ხელოვნებები
- ხალხური სტილი
- მთიელთა საბრძოლო სტილი
- ბერიკები
- დიდებულთა საბრძოლო სტილი
- თბილისური საბრძოლო სტილი
- წმინდა მხედრების სტილი
და ბევრი სხვა! წიგნი შეიცავს 140-მდე სურათსა და ნახატს და ვრცელ საცნობარო ინფორმაციას, მხოლოდ წყაროების ჩამონათვალი წინგის ბოლოში რამდენიმე გვერდს იკავებს!

მე ამ წიგნში "ტექნიკური რედაქტორის" :-) მოვალეობას ვასრულებდი, რაც გამოიხატებოდა სურათების მომზადებასა და ტექსტის ამოკითხვაში - მე "Embedded spellchecker"-ი მაქვს თავში ჩანერგილი :-) და შეცდომებს ნაწერ ან ნაბეჭდ ტექტსტში რუსულ/ქართულ/ინგლისურ ენებზე პირდაპირი მნიშვნელობით ვხედავ ჩემი მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევისა და ყოველგვარი ჩემი დამსახურების გარეშე... ასე რომ რამდენიმე კორექტორის შემდეგ წიგნის ტესქსტში 50-ზე მეტი შეცდომა კიდევ ვიპოვე, თუმცა ბევრი მაინც გაგვეპარა. მაგალითად, წინა ყდაზე ასახული მოხუცი კაცი ფარითა და მახვილით ხელში სულაც არ არის იური ყეინაშვილი - ეს მისი მასწავლებელია, ვალერი ელაშვილი, ადამიანი, რომელსაც ბატონმა იურიმ მიუძღვნა ეს წიგნი და რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული საბრძოლო ხელოვნებების შესწავლასა და აღწერაში.

ვასილ ელაშვილილი დღეს, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. შემონახულია მის მიერ დაწერილი ორი ბროშურა:

1. ვასილ ელაშვილი "ხევსურული ფარიკაობა"(რუსულ ენაზე) "Парикаоба. Хевсурское фехтование" (на русском языке) გამოცემული 1956 წელს თბილისში გამომცემლობა "ГРУЗМЕДГИЗ"-ის მიერ სულ რაღაც 2000 ეკზემპლარად. ეს ფაილი DjView ფორმატშია.

2. ვასილ ელაშვილი "სათითენი. ხევსურული საბრძოლო ბეჭდები"(რუსულ ენაზე) "Сатитени. Хевсурские боевые кольца" (на русском языке) გამოიცა 1960 წელს სულ 500 (ხუთასი!!!!) ცალის ოდენობით. ესეც DjView ფაილია.

იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის საინტერესო აღმოჩნდება. სამწუხაროდ, უნდა
ავღნიშნო, რომ თავის დროზე ვერ მოხერხდა ამ წიგნისადმი (მე ვგულისხმოდ წიგნს "რაინდულო საქართველოვ, აღსდექ!") სათანადო ყურადღების მოზიდვა და ის ხალხისათვის ფაქტიურად უცნობი დარჩა.

თუ ვინმე დაინტერესდება წიგნის შეძენით, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ (იმედია, რეკლამაში არ ჩამითვლიან ამ პოსტს!)

October 2012

S M T W T F S
 123 456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

Syndicate

RSS Atom

Style Credit

  • Style: Caturday - Orange Tabby for Heads Up by momijizuakmori

Expand Cut Tags

No cut tags
Page generated Oct. 24th, 2017 04:00 am
Powered by Dreamwidth Studios